Aa
Aa

მატიჩი: "არ მგონია პოგბამ მანჩესტერი დატოვოს"

პოლ პოგბას მანჩესტერული მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული. ფრანგ ფეხბურთელს „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლა და კარიერის „რეალში“ გაგრძელება სურს, თუმცა კლუბებს შორის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

„მილანთან“ გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა, ოლე გუნნარ სულშერმა განაცხადა, რომ პოგბა „ოცნებათ თეატრს“ არ დატოვებდა. ნორვეგიელი სპეციალისტის პოზიციას „მანჩესტერის“ სერბი ნახევარმცველი, ნემანია მატიჩიც იზიარებს, თუმცა ეს უკანასკნელი არაფერს გამორიცხავს.

„პოგბა მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია და ძალიან გაგვიხარდება თუ ოლდ ტრაფორდზე დარჩება. იგი მაღალი დონის მოთამაშეა და გუნდისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენს“.

„პირადად მე არ მგონია პოგბამ იუნაიტედი დატოვოს, თუმცა ფეხბურთში არაფერია გამორიცხული. ვნახოთ რა მოხდება“.

კვირას ფრანგმა ფეხბურთელმა ალექსის სანჩესთან ერთად „წითელი ეშმაკების“ 23-წლამდელთა გუნდის რიგებში იასპარეზა და „ბლექბერნს“ დაუპირისპირდა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც „წითელმა ეშმაკებმა“ 4-0 მოიგეს, ოლე გუნნარ სულშერი და ჰარი მაგუაიერი დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები