მესი:
Aa
Aa

მესი: "ამ სეზონში ყველა ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლებთ"

ჟოან გამპერის თასის შეხვედრის წინ, სადაც "ბარსელონა" "არსენალს" დაუპირისპირდა, "ბლაუგრანას" არგენტინელმა სუპერვარსკლავმა, ლიონელ მესიმ "კამპ ნოუზე" შეკრებილ გულშემატკივარს სიტყვით მიმართა.

"ლა პულგამ" აქცენტი გასულ სეზონზე გააკეთა და კლუბის სამომავლო გეგმებსაც შეეხო.

"სიმართლე გითხრათ გასული სეზონის შემდეგ, დღეს რაიმეს თქმა ძალიან რთულია. არაფერს ვნანობ და ვიმეორებ იმას, რაც გასულ სეზონში ვთქვი. ამ გუნდს, ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს ვენდობი და დარწმუნებული ვარ ამ სეზონში ყველა ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლებთ".

"გასული სეზონი ცუდად დასრულდა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებით უნდა ვისიამოვნოთ. მერვე ჩემპიონობა 11 წელიწადში! ეს ყველა სხვა გუნდისთვის საუცხოო შედეგი იქნებოდა".

"ბარსელონა ყოველთვის ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძვის და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონი იქნება. ჩვენ ახალი მიზნები დავისახეთ და თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს! გაუმარჯოს ბარსელონას და კატალონიას"!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები