''დინამო'' საოცარ ფორმაშია: 6 გოლი ,ნინუას ბენეფისი და როი მაკაი ტრიბუნაზე
Aa
Aa

''დინამო'' საოცარ ფორმაშია: 6 გოლი ,ნინუას ბენეფისი და როი მაკაი ტრიბუნაზე

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის 22-ე ტურში თბილისურ დერბიში ''ლოკომოტივი'' ''დინამოსთან'' 0:6 დამარცხდა.

''მიხეილ მესხის'' სათადარიგოთა სტადიონზე გამართულ მატჩს თვალი ''ფეიენორდის'' სამწვრთნელო შტაბის წევრმა, წარსულში ცნობილმა ფორვარდმა როი მაკაიმ ადევნა. მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის მესამე საკვალიკაციო ეტაპზე ''დინამოს'' მეტოქე როტერდამული კლუბია.

პირველი ტაიმის შემდეგ ტაბლოზე მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა, ჩისკოს გუნდმა ''ფეიენორდთან'' შეხვედრამდე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩში პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა, დერბიში დინამოელთა უპირატესობა ძალიან შთამბეჭდავი იყო.

ნიკა ნინუა ბრწყინვალე ფორმაშია, მან დუბლი შეასრულა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელმა ორივე გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა. სწორედ ნინუამ გახსნა ანგარიში მესამე წუთზე.

 

38-ე წუთზე ნიკა ნინუას შესრულებული კუთხურის შემდეგ ლევან კუტალია მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო და თავური დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა.

 

41-ე წუთზე ლევან შენგელიას ძლიერი დარტყმა მეკარე ბულისკერიამ მოიგერია, თუმცა დასწრებაზე ნოდარ ქავთარაძემ ითამაშა და ანგარიში გაზარდა - 0:3.

 

44-ე წუთზე ნიკა ნინუამ სტანდარტული დარტყმა შესანიშნავად შეასრულა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

63-ე წუთზე ლევან შენგელია აკაკი შულაიამ შეცვალა. 71-ე წუთზე ნინუას პასის შემდეგ შულაიამ კარისკენ ძლიერად დაარტყა, ბურთი ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და მეკარისაგან შორეულ მაღალ კუთხეში წავიდა, ბულისკერიამ ბურთი ვერ მოიგერია და ანგარიში 0:5 გახდა.

 

მატჩის საბოლოო ანგარიში ცვლილებაზე გამოსულმა კვამე კარიკარიმ დააფიქსირა, რომელმაც თბილისის ''დინამოს'' მაისურით მესამე მატჩი ჩაატარა. კარიკარიმ ''გაბალასთან'' საპასუხო მატჩშიც შეძლო გოლის გატანა. ასე რომ აფრიკელი ახალწვეულის ანგარიშზე 3 შეხვედრაში გატანილი 2 გოლია. 

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. ბათუმის ''დინამოსა'' და გორის ''დილას'' შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები