დიბალა
Aa
Aa

დიბალა "მანჩესტერში"? მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს?

იტალიური გამოცემების ინფორმაციით პაულო დიბალას სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება. Calciomercato აცხადებს, რომ არგენტინელი ფეხბურთელის აგენტსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

La gazzetta dello Sport კი იუწყება, რომ "იუვენტუსის" მესვეურები დიბალაზე ზეწოლას ახორციელებენ და სურთ 25 წლის შემტევმა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლაზე თანხმობა განაცხადოს.

როგორც მოგეხსენებათ ტურინელები დიბალას სანაცვლოდ რომელუ ლუკაკუს მიიღებენ. "ბიანკონერის" ბელგიელ თავდამსხმელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და ფეხბურთელთა გაცვლა მხოლოდ იმიტომ არ ხორციელდება, რომ დიბალა ყოყმანობს.

"ნისლიან ალბიონზე" იუწყებიან, რომ არგენტინელი მოთამაშე "იუვენტუსის" მესვეურთა ქმედებებით უკმაყოფილოა და კარიერის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაგრძელებას აქტიურად განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები