ვან დე ბეეკმა დაადასტურა! კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს!
Aa
Aa

ვან დე ბეეკმა დაადასტურა! კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს!

"აიაქსის" ვარსკლავმა, დონი ვან დე ბეეკმა დაადასტურა, რომ ამსტერდამულ კლუბსა და "რეალს" შორის მისი ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ვიტესთან" მატჩის შემდეგ, სადაც ვან დე ბეეკმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა Fox Sport-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა: "სიმართლეა ის, რომ მადრიდელები აიაქსთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩემი აგენტი მათ მალე დაუკავშირდება. რეალი ისევე, როგორც აიაქსი შესანიშნავი კლუბია, ვნახოთ რა მოხდება".

გასულ სეზონში ვან დე ბეეკმა ამსტერდამული კლუბის მაისურით 57 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლთან ერთად 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ესპანური პრესის ინფორმაციით "სამეფო კლუბს" მის სანაცვლოდ დაახლოებით 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები