''საბურთალოს'' განცხადება: ერევნიდან პირდაპირი რეპორტაჟი ვერ შედგება
Aa
Aa

''საბურთალოს'' განცხადება: ერევნიდან პირდაპირი რეპორტაჟი ვერ შედგება

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ''არარატ-არმენია'' ერევანში საქართველოს ჩემპიონ ''საბურთალოს'' შეხვდება. აღნიშნული მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი არ განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით თბილისურმა კლუბმა განაცხადება გაავრცელა.

''საბურთალოს'' განცხადება

''6 აგვისტოს ერევანში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალო” “არარატ-არმენიას” შეხვდება. როგორც წინა შეხვედრებში, ამჯერადაც დიდია მატჩისადმი ინტერესი, რაზეც გვიწევს  განმარტების გაკეთება.

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დიდი მცდელობის მიუხედავად, სომხურმა მხარემ ტრანსლაციაზე უარი განაცხადა. ადგილობრივი ტელევიზია თავადაც არ აწარმოებს თავის ქვეყანაში პირდაპირ რეპორტაჟს. “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მზად იყო ერევნიდან თავისი ძალებით განეხორციელებინა პირდაპირი რეპორტაჟი, მაგრამ ვერ შედგა იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს ტრანსლაციებს უეფას რეგულაციები კრძალავს.''

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები