სამწუხარო ინფორმაცია ინგლისის ნაკრების გულშემატკივართათვის
Aa
Aa

სამწუხარო ინფორმაცია ინგლისის ნაკრების გულშემატკივართათვის

როგორც მოგეხსენებათ, "პრემიერლიგის" გასულ ტურში, "მანჩესტერ სიტისა" და ლონდონის "არსენალს" შორის გამართული მატჩის დროს, სტუმართა თავდამსხმელმა დენი უელბეკმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრებად მოუწია.

როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, უელბეკს მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული, რაც ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმაა.

"Goal.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უელბეკს მოედანზე დაბრუნება 5 თვის შემდეგ შეეძლება, რაც თავისთავად მის ევროპის ჩემპიონატზე თამაშს გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ "პრემიერლიგის" მიმდინარე გათამაშებაში უელბეკმა 11 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 4 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები