კოუტინიო
Aa
Aa

კოუტინიო "ბარსელონას" იჯარის წესით დატოვებას არ აპირებს

ბოლო პერიოდში ესპანური პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ "ბარსელონა" ფილიპე კოუტინიოს იჯარის წესით გაშვებას გეგმავს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანა" მზად იყო 20-25 მილიონი ევროს მიღების შემთხვევაში ბრაზილიელი ფეხბურთელი გაენათხოვრებინა.

"ნისლიან ალბიონზე" იმასაც იუწყებოდნენ, რომ კოუტინიოს საკუთარ რიგებში ხილვით "არსენალი" გახლდათ დაინტერესებული, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

Mundo Deportivo-მ რამდენიმე წუთის წინ "კოუს" შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც გვაუწყა, რომ "ბარსელონაში" კოუტინიოს განათხოვრებას არ განიხილავენ და "კამპ ნოუს" იჯარის წესით დატოვებას არც თავად ფეხბურთელი აპირებს. თუ სიტუაცია შეიცვალა და კოუტინიოს სხვა კლუბში გადასვლა მოუნდა, ეს ტრანსფერით მოხდება და არა იჯარის წესით.

ბრაზილიელის მთავარი პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში დაბრუნება გახლდათ, თუმცა "ნისლიან ალბიონზე" სატრანსფერო ფანჯარა 9 აგვისტოს იხურება და კატალონიელებისთვის წინადადებით ჯერჯერობით არავის მიუმართავს. შესაბამისად "კოუს" ერთადერთი ვარიანტი რჩება - პსჟ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები