ტიტების ქვეყანაში აბურჯანიას დებიუტი შედგა
Aa
Aa

ტიტების ქვეყანაში აბურჯანიას დებიუტი შედგა

ჰოლანდიის ერედივიზიეში ენსხედეს ''ტვენტეს'' ქართველი ახალწვეულის, გიორგი აბურჯანიას დებიუტი შედგა. ელიტაში დაბრუნებულმა ''ტვენტემ'' ჩემპიონატის პირველ ტურში შინ პსვ-სთან ფრედ 1:1 ითამაშა.

მერვე წუთზე ნაკამურას გოლით ''ტვენტე'' დაწინაურდა. 65-ე წუთზე წონასწორობა აღდგა. 66-ე წუთიდან ''ტვენტესთვის'' გიორგი აბურჯანიამ ითამაშა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში ესპანურმა ''სევილიამ'' საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ორწლიანი იჯარით ''ტვენტეში'' გაუშვა.

მეორე ტურში აბურჯანიას გუნდი ''გრონინგენს'' ესტუმრება. მატჩი 10 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები