Aa
Aa

წურწუმიას ოქროს მედალი: ქართველმა რუსს შანსი არ დაუტოვა!

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის პოლონეთის საერთაშორისო ტურნირი 55 კგ. წონით კატეგორიაში ქართველი ნუგზარ წურწუმიას გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელი ელჩინ იბრაგიმოვი 8:0 გაანადგურა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ფინალში გასვლამდე ნუგზარ წურწუმიამ ნახევარფინალში თურქი მეტოქე სერდარ ჩანკაია 10:0 დაამარცხა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ცხელი ამბები