ზივზივაძის ბრწყინვალე დებიუტი უნგრეთის ჩემპიონატში
Aa
Aa

ზივზივაძის ბრწყინვალე დებიუტი უნგრეთის ჩემპიონატში

უნგრეთის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში ბუდუ ზივზივაძის დებიუტი ძალიან წარმატებული გამოვიდა, ''მეზოკოვეშდიმ'' შინ ''ზალაეგერსეგი'' ბუდუ ზივზივაძის გოლით დაამარცხა და სეზონი გამარჯვებით დაიწყო.

25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა, ვარდნაში ეფექტური გოლი შეაგდო.

ქართველმა ლეგიონერმა უნგრულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გასული თვის დასაწყისში გააფორმა. ზივზივაძის გადაბირებით უნგრული კლუბის გარდა გრაცის ''შტურმი'' იყო დაინტერესებული.

ზივზივაძეს საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. გარდა ამისა ეროვნულ გუნდში 4 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთელისთვის ''მეზოკოვეშდი'' მეორე უცხოური კლუბია. 2017 წელს ბუდუ ზივზივაძე დანიურ ''ესბიერგში'' ასპარეზობდა, თუმცა დანიის სუპერლიგაში შესაძლებლობები ვერ გამოავლინა, სამშობლოში დაბრუნდა. სკანდინავიის დატოვების შემდეგ თბილისის ''დინამოსა'' და ქუთაისის ''ტორპედოში'' გამოდიოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები