Aa
Aa

დირკ ნოვიცკი "ფაჩულიას აკადემიას" ესტუმრა

ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი, დირკ ნოვიცკი, საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა.

"დალას მავერიქსის" კალათბურთელი საქართველოს ღირსშესანიშნაობებს ზაზა ფაჩულიასთან ერთად ათვალიერებს.

შეგახსენებთ , რომ დირკ ნოვიცკი და ზაზა ფაჩულია დალას მავერიკსში 2015/16 წლების სეზონში ერთად თამაშობდნენ.

დღეს კი ნოვიცკი "ფაჩულიას აკადემიას" ეწვია და ახალგაზრდა კალათბურთელებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.

 

 

შეხვედრა დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა , რა დროსაც დირკმა თავის წარმატების ფორმულაზე ისაუბრა. მერე კი აკადემიის აღსაზრდელების კითხევბს უპასუხა.

ბოლოს კი ნოვიცკიმ ტორტი გაჭრა და ავტოგრაფები დაარიგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები