ნეიმარს არც დი მარიას გოლი აღუნიშნავს და არც პსჟ-ს გამარჯვება
Aa
Aa

ნეიმარს არც დი მარიას გოლი აღუნიშნავს და არც პსჟ-ს გამარჯვება

"პარი სენ-ჟერმენი" საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია. პსჟ-მ რამდენიმე წუთის წინ "რენი" 2-1 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული მიჯრით მეშვიდედ მოიპოვა. შეხვედრას ნეიმარიც დაესწრო და კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამხელა უფსკრულია პარიზულ გრანდსა და ბრაზილიელ ფეხბურთელს შორის.

"ნეიმ" მატჩს თვალი საპრეზიდენტო ლოჟიდან ადევნა. მასთან პსჟ-ს ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს. 73-ე წუთზე, ანხელ დი მარიას ფანტასტიკური საჯარიმოს შემდეგ ნეიმარის კომპანიონებმა გოლი იზეიმეს, ბრაზილიელს კი ემოცია საერთოდ არ გამოუხატავს.

მატჩის შემდეგ, როც "პარი სენ-ჟერმენი" ტრიუმფს აღნიშნავდა, "ნეი" განცალკევებით იდგა და ზეიმში მონაწილეობას არ იღებდა. სწორედ ამ დროს მასთან მარკო ვერატი მივიდა და ზეიმში ჩართვა "აიძულა".

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც კილიან მბაპე ნეიმარს ხელს ჰკრავს და ერთობლივ ფოტოში მოხვედრის საშუალებას არ აძლევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები