დი მარიას ფანტასტიკური გოლი საფრანგეთის სუპერთასზე
Aa
Aa

დი მარიას ფანტასტიკური გოლი საფრანგეთის სუპერთასზე

საფრანგეთის 2018-19 წლების სეზონის სუპერთასის ფინალში პსჟ-მ ''რენი'' 2:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი ადრიენ ონუს ერთადერთი გოლით ''რენიმ'' მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ ტომას ტუხელის გუნდმა 2 გოლი შეაგდო და სუპერთასის მფლობელი გახდა.

57-ე წუთზე დებიუტანტი სარაბიას საგოლე გადაცემის შემდეგ მბაპემ ანგარიში გაათანაბრა. 73-ე წუთზე არგენტინელმა გარემარბმა ანხელ დი მარიამ ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

სამხრეთამერიკელი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო და პარიზულ კლუბს გამარჯვება მოუტანა.


 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები