Mundo Deportivo -
Aa
Aa

Mundo Deportivo - "ბარსელონა" და "ბეტისი" ფირპოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Mundo Deportivo იუწყება, რომ "ბარსელონასა" და "ბეტისს" შორის ჟუნიორ ფირპოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება შედგა. კატალონიელები საბოლოო დეტალებს აგვარებენ და შესაძლოა 22 წლის განაპირა მცველმა "ბლაუგრანაში" სამედიცინო შემოწმება დღესვე გაიაროს.

"ბარსაში" ფირპოს ტრანსფერს ოპტიმისტურად უყურებენ და კმაყოფილები არიან, რომ "ბეტისის" დაყოლიება 25 მილიონ ევროდ მოახერხეს. გავრცელებული ინფორმაციით ფირპო "კამპ ნოუს" ბინადრებთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

თუ ბოლო წუთებში რაიმე არ შეიცვალა, ორშაბათს 22 წლის უკანახაზელი ერნესტო ვალვერდეს კოლექტივთან ერთად წინასასეზონო ტურნეში, აშშ-ში გაემგზავრება.

"ბარსელონას" მესვეურები ფირპოს ხორდი ალბას შემცვლელად მოიაზრებენ და ახალგაზრდა ესპანელზე დიდ იმედებს ამყარებენ.

ფირპო „ბეტისის“ აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 2018 წელს კიკე სეტიენმა დააწინაურა. 22 წლის მოთამაშე თანდათან სევილიელთა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და ევროპული კლუბებიც დააინტერესა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები