ნეიმარის სატრანსფერო საგა შესაძლოა მალე დასრულდეს
Aa
Aa

ნეიმარის სატრანსფერო საგა შესაძლოა მალე დასრულდეს

ნეიმარის საპნის ოპერის საფინალო სერია ახლოვდება. ბრაზილიელი ფეხბურთელი "პარკ დე პრენსის" დატოვებაზეა ფოკუსირებული და მისი შენარჩუნების პერსპექტივა არც "პარი სენ-ჟერმენს" ხიბლავს.

კატალონიური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით ჩინეთში ყოფნისას პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ ნეიმარი დააიგნორა და მის გარდა კლუბის ყველა ფეხბურთელს ჩამოართვა ხელი.

იმავე Sport-ის მიხედვით ფრანგებისთვის ყველაფერი ნათელია და პარიზელები მშვენივრად ხვდებიან, რომ სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია. რაც შეეხება "ნეის", ბრაზილიელ ფეხბურთელს მოთმინების ფიალა აევსო და ერთი სული აქვს "პარი სენ-ჟერმენი" "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს როდის დაიწყებს.

პსჟ სამშობლოში ხვალ დაბრუნდება და ნეიმარს სჯერა, რომ "ბარსასა" და ფრანგულ კლუბს შორის კონტაქტი სწორედ ამის შემდეგ შედგება. "ნეი" მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და დარწმუნებულია, რომ სულ მალე "კამპ ნოუზე" დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები