Aa
Aa

"მანჩესტერმა" კრისტიან ერიქსენის მიმართ ინტერესი განაახლა

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემის" დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის ტრანსფერს განიხილავს. "წითელი ეშმაკებს" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა სურთ და ნახევარდაცვის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებული.

"ოლდ ტრაფორდის" ბინადრები ბრუნო ფერნანდეშს უმიზნებდნენ, თუმცა "სპორტინგის" ფეხბურთელთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა და Independent-ის ინფორმაციით მანჩესტერელებმა ერიქსენის მიმართ ინტერესი სწორედ ამიტომ განაახლეს.

27 წლის ფეხბურთელს "ტოტენჰემის" დატოვება სურს. დანიელ ვარსკლავს "რეალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ "სამეფო კლუბი" პოლ პოგბას, ბრუნო ფერნანდეშისა და დონი ვან დე ბეეკის შეძენაზეა კონცენტრირებული.

აქვე დავძენთ, რომ Daily Mail-ის ცნობით პოგბას "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლა სურს. საქმე იქამდე მივიდა, რომ იგი "იუნაიტედის" წინააღმდეგ წავიდა და კარდიფში, სადაც "მანჩესტერი" "ამხანაგურ მატჩში "მილანს" უნდა დაუპირისპირდეს, გუნდს არ გაჰყვა. "წითელმა ეშმაკებმა" მიზეზად ტრავმა დაასახელეს, თუმცა Daily Mail იუწყება, რომ პოგბა ამ ქმედებებით "ოლდ ტრაფორდელებს" აიძულებს "რეალში" გადასვლის საშუალება მისცენ. ასე რომ შესაძლოა სულ მალე ორი მეგა-ტრანსფერი ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები