Aa
Aa

"ინტერი" ლუკაკუს ტრანსფერს დაუბრუნდა! "ნერაძური" ახალ წინადადებას ამზადებს

"ინტერი" მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედს" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი წინადადებით მიმართოს. Corriere della Sera-ს ინფორმაციით "ნერაძური" საბოლოო შეთავაზებას ამზადებს და "წითელ ეშმაკებს" ორშაბათს დაუკავშირდება. თუ რა თქმა უნდა მანამდე ლუკაკუ "იუვენტუსის" ფეხბურთელი არ გახდა.

ტურინელები ბელგიელ შემტევს პაულო დიბალაში ცვლიან. პრობლემა ის გახლავთ, რომ არგენტინელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლასთან დაკავშირებით ყოყმანობს.

"ინტერის" წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ლუკაკუს სანაცვლოდ შეთავაზებული 60 მილიონი ევრო და ბონუსები, ბელგიელის სატრანსფერო ღირებულებას შეესაბამებოდა. თუმცა მილანელებს დათმობებზე წასვლა მოუწევთ.

"ნერაძური" ედინ ჯეკოს, დუვან საპატას და ედინსონ კავანის გადაბირებით იყო დაინტერესებული, მაგრამ ხელი მოეცარა და იძულებული გახდა კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მიემართა.

Corriere della Sera-ს ცნობით "ინტერი" "წითელ ეშმაკებს" ლუკაკუს სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს შესთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები