Aa
Aa

"რეალი" ბრუნო ფერნანდეშით დაინტერესდა

მადრიდის "რეალი" ბრუნო ფერნანდეშისთვის ბრძოლაში ჩაერთო. ამ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა ojogo ავრცელებს. "სამეფო კლუბი" ნახევარდაცვის გაძლიერებაზეა ორიენტირებული და თვალი პორტუგალიელ ფეხბურთელს დაადგა.

ბოლო პერიოდში უცხოური პრესა ბრუნო ფერნანდეშის შესახებ ხშირად წერს. 24 წლის ჰავბექს "სპორტინგის" დატოვება და კარიერის ევროპულ გრანდში გაგრძელება სურს. ფერნანდეშს "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებდნენ. "დეზები" მზად იყვნენ 70 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა როგორც ჩანს ლონდონურ კლუბს კონკურენტი გამოუჩნდა.

Ojogo-ს მიხედვით "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები საქმეს სერიოზულად უდგებიან და მაქსიმალურად ეცდებიან "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" აჯობონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები