ვან დერ ვაარტი:
Aa
Aa

ვან დერ ვაარტი: "დონი ვან დე ბეეკის ადგილას რომ ვიყო მადრიდში ველოსიპედით ჩავიდოდი"

მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, რაფაელ ვან დერ ვაარტი დონი ვან დე ბეეკის "სამეფო კლუბში" შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა. როგორც მოგეხსენებათ "ბლანკოსი" "აიაქსის" ახალგაზრდა ნახევარმცველს პოლ პოგბას ალტერნატივად განიხილავს და შესაძლოა უახლოეს მომავალში მისი გადაბირება სცადოს.

ვან დერ ვაარტმა მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტარი ჰოლანდიურ ტელეარხ NOS-სთან საუბრისას გააკეთა და განაცხადა: "თუ შანსი მიეცა, მან რეალთან კონტრაქტი აუცილებლად უნდა გააფორმოს. დონი ვან დე ბეეკის ადგილას რომ ვიყო მადრიდში ველოსიპედით ჩავიდოდი".

"რეალში გადასასვლელად ახლა იდეალური დროა. სამეფო კლუბმა წინასასეზონო მატჩები ცუდად ჩაატარა და ბლანკოსის ქომაგები ახალ ტრანსფერს ელიან"

"რეალში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ვფიქრობ დონი სათამაშო დროს მიიღებს. ჩემი აზრით ვან დე ბეეკი სანტიაგო ბერნაბეუზე გადასვლას იმსახურებს და ვთვლი, რომ წარმატების მიღწევის კარგი შანსი აქვს. მან წლეულს ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად იასპარეზა და მადრიდში მის შესახებ ყველაფერი იციან. დონი შრომისმოყვარე ბიჭია და მას რეალში აუცილებლად დააფასებენ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები