კონმებოლმა ლიონელ მესი დასაჯა
Aa
Aa

კონმებოლმა ლიონელ მესი დასაჯა

სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ლიონელ მესის კოპა ამერიკის მიმდინარეობისას გაკეთებული კომენტარები არ აპატია.

შეგახსენებთ, რომ "ლა პულგამ" კონმებოლი რამდენჯერმე გააკრიტიკა და მას ბრალი კორუფციაში დასდო. განსაკუთრებით მწვავე ჩილესთან მოგებული მატჩის შემდეგ გაჟღერებულ სიტყვები გამოდგა, სადაც მესიმ აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ჩემპიონი ბრაზილია გამხდარიყო.

მესის კრიტიკული განცხადებები ძვირად დაუჯდა. კონმებოლის გადაწყვეტილებას შედეგად იგი არგენტინის ნაკრებს სამი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება და 50000 დოლარის გადახდა მოუწევს. 

"ბარსელონას" სუპერვარსკლავი ჩილესთან, მექსიკასთან და გერმანიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს. ამასთან ერთად წითელი ბარათის გამო, მესი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

არგენტინასა და "ლა პულგას" გადაწყვეტილების გასაჩივრება 7 დღის განმავლობაში შეუძლიათ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა რამე შეიცვალოს. მესის არყოფნაში "ალბისელესტეს" თავკაცს, ლიონელ სკალონის ექსპერიმენტების ჩატარება შეეძლება და არგენტინელ ქომაგს დიდი იმედი აქვს, რომ 41 წლის სპეციალისტი წარმატების ფორმულას იპოვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები