Aa
Aa

"არსენალის" ვარსკვლავი "ვესტ ჰემში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა!

ბრიტანული გამოცემის The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონური "ვესტ ჰემი", დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს თანაქალაქელი "არსენალიდან" მის ერთ-ერთ ლიდერს, ტეო უოლკოტს დაიმატებს. 

ფეხბურთელის სამსახურით "ჩელსიც" გამოთქვამდა ინტერესს, თუმცა სააგენტოს თქმით, უოლკოტის აგენტს "ვესტ ჰემთან" გაცილებით ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა და ტრანსფერის თაობაზეც ბევრი რამ შეთანხმებულია. 

საქმეს გადაწყვეტილს ვერ დავარქმევთ, თუმცა იმის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია, რომ ტეო "აპტონ პარკზე" გადასვლასთან ძალზედ ახლოსაა. 

ტრავმებით გატანჯული, თავის დროზე უნიჭიერესი უოლკოტი "არსენალის" მთავარ გუნდში 16 წლის ასაკში, 2006 წელს მოხვდა და მას შემდეგ 231 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა. ინგლისის ეროვნულ გუნდში კი მისი მონაგარი 43 კეპი და 8 გოლია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები