როცა იღბალი ძალიან გჭირდება
Aa
Aa

როცა იღბალი ძალიან გჭირდება

უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მესამე ეტაპზე სომხური ''არარატ-არმენიას'' ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ''საბურთალო'' ფლეი-ოფში შესაძლოა ესტონურ ''კალიუს,'' ლუქსემბურგის ''დუდელანჟს,'' ლიეტუვის ''სუდუვას,'' მოლდოვურ ''შერიფს,'' ებრაულ ''მაქაბის,'' შვედურ აიკ-ს, ლატვიურ ''რიგას'' ან ფინურ ჰიკ-ს შეხვდეს.

განუთესავი გუნდები (მათგან ერთ-ერთი გამარჯვებული შესაძლოა ''საბურთალოს'' შეხვდეს, ეს კლუბები ევროპა ლიგაზე ასპარეზობენ)

''მაქაბი'' (ისრაელი) - ''სუდუვა'' (ლიეტუვა)

''რიგა'' (ლატვია) - ჰიკ (ფინეთი)

''დუდელანჟი'' (ლუქსემბურგი) - ''კალიუ'' (ესტონეთი)

''შერიფი'' (მოლდოვა) - აიკ (შვედეთი)

ასევა განუთესავია ''არარატ-არმენია'' - ''საბურთალოს'' წყვილი

თუ ''საბურთალო'' სომხურ ბარიერს დაძლევს, ზემოთხსენებული გუნდებიდან ერთ-ერთს ''საბურთალო'' იმ შემთხვევაში დაუპირისპირდება თუ კენჭისყრაში საქართველოს ჩემპიონს გაუმართლებს და განთესილ გუნდს არ შეხვდება, მაგრამ თუ ''საბურთალო'' განთესილ გუნდს დაუპირისპირდება, ქვემოთ მოცემულ წყვილთაგან ერთ-ერთი დამარცხებული ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე იქნება ევროპა ლიგის ფლეი-ოფში, სადაც გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. ეს წყვილებია:

განთესილი გუნდები (ამ წყვილებიდან ერთ-ერთი დამარცხებული გუნდი შესაძლოა ''საბურთალოს'' შეხვდეს, ეს კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობენ).

''კლუჟი''  (რუმინეთი) - ''სელტიკი'' (შოტლანდია)

ზაგრების ''დინამო'' (ხორვატია) - ''ფერენცვაროში'' (უნგრეთი)

''ცრვენა ზვეზდა'' (სერბეთი) - ''კოპენჰაგენი'' (დანია)

კენჭისყრისას უპირველსად განთესილ წყვილებს განუთესავებთან დააწყვილებენ, რის შემდეგაც განუთესავებს შორის ორი წყვილი დარჩება, რომელთა გამარჯვებულები ფლეი-ოფში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

კენჭისყრა ორშაბათს, 5 აგვისტოს გაიმართება.

ცხადია ნაადრევია ფლეი-ოფზე ფიქრი, რადგან ჯერ ''საბურთალომ'' ორმატჩიან დაპირისპირებაში სომხეთის ჩემპიონი ''არარატ-არმენია'' უნდა დაამარცხოს, რაც რეალურად შესაძლებელია, თუმცა საქართველოს ჩემპიონს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

პირველი მატჩი 6 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე ერევანში დაიწყება, ხოლო საპასუხო მატჩი 14 აგვისტოს, ''მიხეილ მესხზე'' გაიმართება.

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები