ოფიციალურად: მალკომი
Aa
Aa

ოფიციალურად: მალკომი "ზენიტის" ფეხბურთელია

22 წლის ბრაზილიელი გარემარბი მალკომი კარიერას სანკტ პეტერბურგის „ზენიტში“ გააგრძელებს.

ტრანსფერი ოფიციალურად დასტურდება. „ბარსა“ მალკომის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება. თავად ბრაზილიელი კი რუსულ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

კატალონიელებმა მალკომი გასულ ზაფხულს „ბორდოდან“ 41 მილიონ ევროდ შეიძინეს. ყველას კარგად ახსოვს ბრაზილიელის სატრანსფერო დრამა, როდესაც ის პრაქტიკულად „რომას“ მოთამაშე იყო, თუმცა „ბლაუგრანამ“ ჟირონდელებისგან ბოლო წამს გამოისყიდა.

ერნესტო ვალვერდე მალკომს არ ენდობოდა და მან „ბარსას“ მაისურით მხოლოდ 24 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან უმრავლესობა თადარიგში დაიწყო. მის ანგარიშზე 4 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები