“კიოლნის“ თილისმა 11 წლიან კარიერას ასრულებს
Aa
Aa

“კიოლნის“ თილისმა 11 წლიან კარიერას ასრულებს

გერმანული „კიოლნის“ თილისმა, 12 წლის თხა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 11 წლიან კარიერას ასრულებს. ჰენესი კლუბის ყველა საშინაო მატჩს ესწრებოდა, თუმცა ოსტეოართრიტს ებრძვის და იძულებულია დიდი სპორტიდან წავიდეს. 12 წლის თხა დარჩენილ დროს ადგილობრივ ზოოპარკში გაატარებს.

„კიოლნის“ დირექტორმა ალექსანდერ ვერლმა კლუბის ოფიციალურ ვებსაიტს ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა და აღნიშნა: „არ გვინდა ჩვენს თილისმას სტადიონზე ყოფნისას ტკივილი აწუხებდეს. დაწინაურების შემდეგ და ახალი სეზონის სტარტზე იდეალური დროა ჰენეს მერვემ კარიერის დასრულებით ისიამოვნოს“.

 11 აგვისტოს, ბუნდესლიგის პირველი ტურის შეხვედრაში „კიოლნი“ ჰენეს მერვეს ოფიციალურ გაცილებას ათასობით გულშემატკივარის თვალწინ მოუწყობს და ტრიბუნებზე შეკრებილ ქომაგს მის მემკვიდრეს წარუდგენს.

ჰენესს შეეძლო „კიოლნის“ მატჩებზე დასწრება გაეგრძელებინა, თუმცა ოსტეოართრიტის გამო, მას გადაადგილება უჭირს. რაც შეეხება ჰენეს მეცხრეს, ის ჯერ მხოლოდ 1 წლისაა და ზოოპარკში ცხოვრობს. გერმანული კლუბის მესვეურების თქმით ჰენეს მეცხრე პირველ თილისმას ძალიან ჰგავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები