Aa
Aa

"სიტი" სანეს სანაცვლოდ 145 მილიონ ფუნტს ითხოვს

ბრიტანული გამოცემა The Sun იტყობინება, რომ „მანჩესტერ სიტი“ ლეროი სანეს სანაცვლოდ 145 მილიონ ფუნტს ითხოვს. ახალგაზრდა გერმანელის საკუთარ რიგებში ხილვა „ბაიერნს“ სურს. „რეკორდმაისტერმა“ „ქალაქელებს“ წინადადებითაც მიმართა და 23 წლის შემტევის სანაცვლოდ 70.7 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ ბრიტანელებისგან უარი მიიღო.

გუშინ გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანემ „ალიანს არენაზე“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და მიუნხენურ გრანდთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებდა, თუმცა მოგვიანებით „ბაიერნმა“ ყველაფერი კატეგორიულად უარყო.

„ნისლიან ალბიონზე“ იუწყებიან, რომ სანეს „სიტისთვის“ არ შეუტყობინებია, რომ წასვლა და „რეკორდმაისტერში“ გადასვლა სურს. შესაბამისად „ქალაქელები“ დათმობებზე წასვლას არ აპირებენ და თუ „ბაიერნს“ სანეს გაფორმება ნამდვილად უნდა, საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები