Aa
Aa

ვიდალი ისევ "კონტისიმესთან"? - "ინტერი" "ბარსას" ნახევარმცველებს უმიზნებს

კატალონიური Sport-ის თქმით, ანტონიო კონტეს არტურო ვიდალის კვლავ საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა სურს. იტალიელმა სპეციალისტმა, რომელიც ვიდალს „იუვენტუსში“ 3 წლის განმავლობაში წვრთნიდა, „ინტერის“ მესვეურებს აღნიშნული ტრანსფერი უკვე დაუკვეთა.

Sport-ი ტურინულ Tuttosport-ზე დაყრდნობით წერს, რომ ვიდალთან ერთად, კონტეს ივან რაკიტიჩის „ნერაძურიში“ გადაყვანაც უნდა, რისთვისაც სულ მალე სატრანსფერო მოლაპარაკებები დაიწყება.

„შავ-ლურჯები“ რაჯა ნაინგოლანისა და ჟოაო მარიოს გაშვებას გეგმავენ, მათ ნაცვლად კი ექსტრა კლასის შუახაზელების დამატებაზე მუშაობას გეგმავენ.

რაკიტიჩის „ბარსადან“ აბარგება მოსალოდნელია, თუმცა ვიდალის შემთხვევაში საქმე შედარებით რთულადაა, რადგან ერნესტო ვალვერდე მას საკმაოდ ხშირად იყენებს და გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ თვლის. ორივე ამ ფეხბურთელს „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უსრულდება.

სააგენტო transfermarkt-ის მიხედვით, რაკიტიჩის ამჟამინდელი ფასი 40 მილიონი ევროა, ვიდალის ღირებულება კი 15 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები