ნეიმარმა
Aa
Aa

ნეიმარმა "ბარსელონას" ისტორიული ქამბექი კიდევ ერთხელ გაიხსენა

ნეიმარსა და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის ურთიერთობა უფრო და უფრო იძაბება. ამჯერად საქმე "ნეის" განცხადებას ეხება. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 2017 წლის ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ მიერ შესრულებული ქამბექი კიდევ ერთხელ გაიხსენა და მას კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი უწოდა.

დოკუმენტურ სერიალ The Making Of-ის ტრეილერში „ნეი“ „ბლაუგრანას“ მიერ მოგებულ შეხვედრას იხსენებს და აღნიშნავს: „ეს მომენტი მთელი ცხოვრება მემახსოვრება“.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მსგავსი განცხადება ერთხელ უკვე გააკეთა. მაშინ ნეიმარმა ფრანგული პრესის აღშფოთება გამოიწვია და „ნეის“ სიტყვებს „პარი სენ-ჟერმენიც“ უარყოფითად შეხვდა.

მოკლედ აშკარაა, რომ ნეიმარსა და პსჟ-ს შორის უფსკრული ღრმავდება. 27 წლის შემტევი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო მომენტად იმ შეხვედრას მოიხსენიებს, რომელშიც თავისი ამჟამინდელი გუნდი დაამარცხა! თანაც როგორ!

ამის შემდეგ რთული წარმოსადგენია ფრანგებმა „ნეის“ შენარჩუნება სცადონ. რივალდოს თქმით ყველაფერი გადაწყვეტილია და ნეიმარი პსჟ-ს აუცილებლად დატოვებს. პარიზელები უბრალოდ სარფიან წინადადებას ელოდებიან. ძნელია ლეგენდარულ ბრაზილიელს შეეკამათო და უნდა ვივარაუდოთ, რომ სულ მალე მეგა-ტრანსფერს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები