რივალდო:
Aa
Aa

რივალდო: "ნეიმარი პსჟ-ს დატოვებს"

კატალონიის „ბარსელონას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რივალდომ შანსი ხელიდან არ გაუშვა და ნეიმარის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელს სჯერა, რომ მისი თანამემამულე „პარი სენ-ჟერმენს“ დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

„დარწმუნებული ვარ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე პსჟ სარფიან წინადადებას მიიღებს. ნეიმარი და მისი აგენტები ცდილობენ გამოსავალი იპოვონ და მაქსიმუმს აკეთებენ რათა ბრაზილიელმა პარიზში კიდევ ერთი სეზონი არ გაატაროს“.

„ნეიმარმა ყველასთვის გასაგებად განაცხადა, რომ პსჟ-ში ბედნიერი არაა. კლუბი მზად გახლავთ სარფიანი წინადადების შემთხვევაში მოლაპარაკებები დაიწყოს. ასე რომ სავარაუდოდ პარიზელები სასურველ შეთავაზებას მიიღებენ, რომელზეც თანხმობას განაცხადებენ და ნეიმარი პსჟ-ს დატოვებს“.

შეგახსენებთ, რომ „ნეის“ გადაბირებით „ბარსელონაა“ დაინტერესებული. ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება და „ბლაუგრანას“ მიზნის მისაღწევად დიდი დრო აქვს დარჩენილი, თუმცა ჯერჯერობით კლუბებს შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები