ბრიტანეთის ყველაზე წარუმატებელმა გუნდმა როგორც იქნა მოიგო!
Aa
Aa

ბრიტანეთის ყველაზე წარუმატებელმა გუნდმა როგორც იქნა მოიგო!

„ფორტ ვილიამი“ ბრიტანეთში ალბათ ყველაზე წარუმატებელი გუნდია. შოტლანდიურ კლუბს ზედიზედ 73 შეხვედრა ჰქონდა წაგებული, თუმცა როგორღაც ნავსის გატეხვა მოახერხა და ერთგული გულშემატკივარი გაახარა.

„ფორტ ვილიამმა“ ჩრდილოეთ შოტლანდიის თასის დაპირისპირებაში „ნაირნ ქაუნთი“ 5-2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კლუბმა „ტვიტერის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „საოცარი შეგრძნებაა. გვინდა ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადოთ. გვსურს ასევე ინტერნეტის დახმარებით მადლობა იმ ადამიანებს გადავუხადოთ, რომლებმაც გამარჯვება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჩვენთან ერთად იზეიმეს".

„ფორტ ვილიამს“ მატჩი 2017 წლის აპრილის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. კლუბს გამარჯვება რამდენიმე შოტლანდიურმა გუნდმა და „შოტლანდიის ნაციონალური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იან ბლექფორდმაც მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ 73 მატჩიან წარუმატებელ სერიას BBC Scotland თავის დოკუმენტურ ფილმში შეეხო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები