Aa
Aa

თვალახვეული კრივი! - 11 წლის უკრაინელი გოგონა ინტერნეტსენსაციად იქცა

11 წლის უკრაინელი გოგონა, კირა მაკოგონენკო, ინტერნეტსამყაროს ახალ სენსაციად იქცა. მაკოგონენკოს მამამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც კირა კრივის საწვრთნელ პროცესს თვალახვეული გადის.

არტემ მაკოგონენკომ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ მისი შვილი კრივით 7 წლის ასაკიდან დაკავდა, პერიოდულად კი უნარების გასაუმჯობესებლად თვალახვეული ვარჯიშობს.

კირა მაკოგონენკოს უკრაინის მასშტაბით გამართული 37-ვე ორთაბრძოლა მოგებული აქვს, მისი მთავარი ოცნება და მიზანი კი ოლიმპიადიური ოქროს მედლის მოპოვებაა.

მაკოგონენკოზე დიდ იმედებს ამყარებენ. გოგონა უკრაინაში საკმაოდ პოპულარულია, რაზეც „ინსტაგრამის“ 115 ათასი გამომწერიც მეტყველებს.

ცხელი ამბები