Aa
Aa

"ინგლისში ჩელსი ერთადერთი კლუბია, რომელთანაც კონტრაქტს გავაფორმებდი" - პეპეს წარსული გაახსენეს

რამდენიმე წუთის წინ ინტერნეტსივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც "არსენალის" ახალწვეული, ნიკოლას პეპე აცხადებს, რომ "ჩელსი" ინგლისში ერთადერთი გუნდია, რომელთანაც კონტრაქტის გაფორმებას განიხილავდა.

როგორც მოგეხსენებათ 24 წლის კოტ-დივუარელი "არსენალში" 72 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა და "მეთოფეებთან" 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოს, Telefoot-სთვის მიცემულ ინტერვიუში პეპე ასეთ განცხადებას აკეთებს: "ჩელსი არის კლუბი, რომლის გამოც ვოცნებობ. ინგლისში ჩელსი ერთადერთი კლუბია, რომელთანაც კონტრაქტს გავაფორმებდი".

პეპე მაშინ "ანჟერის" ფეხბურთელი გახლდათ და ალბათ ვერ წარმოიდგენდა პრემიერ ლიგაში თამაშის საშუალება თუ მიეცემოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები