Aa
Aa

"სიტი" კანსელოს ტრანსფერს უახლოვდება

„მანჩესტერ სიტისა“ და ჟოაო კანსელოს თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი, ამჟამად ლონდონში იმყოფება და როგორც Calciomercato გვამცნობს, იგი მხოლოდ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე არ მუშაობს.

სავარაუდოდ, პარატიჩი „ქალაქელთა“ წარმომადგენლებსაც შეხვდება, რომლებიც მზად არიან, „იუვეს“ კანსელოს სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონი ევრო შესთავაზონ. ამასთანავე, ინგლისელები იმ ვარიანტსაც განიხილავენ, რომ „სიტის“ თანხასთან ერთად თავიანთი ბრაზილიელი განაპირა მცველი, დანილო, დაუთმონ.

„ბიანკონერის“ პოზიციაც ცნობილია, გუნდი კანსელოს ტრანსფერისთვის 60 მილიონ ევროს ითხოვს. პარატიჩი კი მანჩესტერელთა შეთავაზებებს განიხილავს და როგორც პრესა ვარაუდობს, დიდი შანსია, ყველაფერი პორტუგალიელი განაპირა მცველის „ეტიჰედ სთედიუმზე“ გადასვლით დასრულდეს.

„იუვემ“ კანსელო გასულ ზაფხულს 40 მილიონ ევროდ „ვალენსიადან“ შეიძინა. 25 წლის ფეხბურთელმა დასრულებულ სეზონში 1 გოლი და 5 ასისტი მიითვალა, თუმცა მაურიციო სარის გეგმებში არ ჯდება და ტურინის დატოვების აუცილებლობა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები