შინდაგორიძე კარიერას ბელარუსიაში გააგრძელებს
Aa
Aa

შინდაგორიძე კარიერას ბელარუსიაში გააგრძელებს

CrystalSport-ის ცნობით საფეხბურთო კლუბი ''საბურთალო'' ლაშა შინდაგორიძის ტრანსფერზე ბელარუსიის სოლიგორსკის ''შახტიორს'' შეუთანხმდა. 26 წლის გარემარბი ბელარუსულ კლუბთან 2,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შინდაგორიძე დანიური ''ორჰუსისა'' და უნგრული ''ბალმაზუივაროშის'' ყოფილი ფეხბურთელია. მისთვის სოლიგორსკის ''შახტიორი'' მესამე უცხოური კლუბია.

2019 წლის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შინდაგორიძემ 21 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''შახტიორმა'' შინ ლაშა პარუნაშვილის დანიური ''ესბიერგი'' 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს.

შინდაგორიძე ევროპა ლიგაზე ''შახტიორს'' მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაში დაეხმარება, რადგან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ''საბურთალოსთვის'' ''შერიფის'' წინააღმდეგ ითამაშა.

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები