საქართველოს ვეტერანთა ნაკრები ბრაზილიასთან დამარცხდა
Aa
Aa

საქართველოს ვეტერანთა ნაკრები ბრაზილიასთან დამარცხდა

საქართველოს ვეტერანთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე მუნდიალზე ჩვენმა ნაკრებმა მერვედფინალში დასანანი მარცხი განიცადა.

ქართველების მეტოქე გახლდათ ბრაზილია, რომელსაც დასკვნითი პერიოდის წინ 54:49 ამარცხებდა საქართველო, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება სამხრეთამერიკელებს დარჩათ – 72:70.

საქართველოს ნაკრებს ცოტა დააკლდა მეთხედფინალამდე, სადაც მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილ ჩვენს ვეტერანებს რუსეთის ნაკრები ელოდა. 32 ქულით საუკეთესო იყო გულივერ ახალკაცი. 8 ქულა მოაგროვა დავით გიორგობიანმა, 7 – ზაზა ცაგარეიშვილმა, ხოლო 6 ქულა ალექსანდრე ფერიაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები ახლა 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება მომდევნო მატჩს 1 აგვისტოს, ურუგვაისთან გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები