Aa
Aa

თბილისი ხელბურთის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

თბილისის სპორტის სასახლეში ხელბურთში 17-წლამდელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატი იწყება.

ნაკრებში ამ მომენტისთვის 18 ხელბურთელია , მათგან მწვრთნელები 2 აგვისტოს, ტექნიკურ შეხვედრაზე, თექვსმეტს შეიყვანენ ძირითად განაცხადში, ორი კი სათადარიგო იქნება.

3 აგვისტოს, 16 საათზე ტურნირის საზეიმო გახსნაა, ხუთის ნახევარზე კი საქართველო-ლიეტუას მატჩია. ჯგუფური ეტაპის დანარჩენ 3 მატჩს ჩვენი გუნდი ერთსა და იმავე დროს, 16 საათზე დაიწყებს.

4-5 აგვისტოს ფინეთსა და ლატვიას დავუპირისპირდებით, ამის შემდეგ გუნდს ორდღიანი დასვენება აქვს, 8 აგვისტოს კი შვეიცარიას შევხდებით

10 აგვისტოს ტურნირზე ნახევარფინალების მატჩები გაიმართება, 11 აგვისტოს კი - ფინალი.

სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალი იქნება.

  

ცხელი ამბები