ოფიციალურად: ბოატენგი
Aa
Aa

ოფიციალურად: ბოატენგი "ფიორენტინას" ფეხბურთელია

32 წლის განელი შემტევი კევინ პრინც ბოატენგი ფლორენციის "ფიორენტინას" ფეხბურთელი გახდა.

"ბარსელონამ" ბოატენგის შენარჩუნება არ მოისურვა და 6 თვიანი იჯარის შემდეგ კევინ პრინცი უკან "სასუოლოში" დააბრუნა.
საბოლოოდ ბოატენგი კვლავ სერია ა-ში დარჩა და ფლორენციელთა წინადადებას დათანახმდა.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბოატენგმა "ფიორესთან" 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პრინცმა "ბარსას" მაისურით მხოლოდ 5 შეხვედრა ჩაატარა და გოლის გატანა ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ განელი "ლას პალმასში" საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მან კატალონიელთა სტილს ფეხი ვერ აუწყო.

აქვე დავამატოთ, რომ „ფიორენტინა“ ფრანკ რიბერის დამატებაზეც ფიქრობს, თუმცა მთავარი პრობლემა ფრანგი ვარსკვლავის მაღალი ხელფასია. რიბერი ამჟამად თავისუფალი აგენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები