წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზის მოგების 10 ნომინანტი ცნობილია
Aa
Aa

წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზის მოგების 10 ნომინანტი ცნობილია

ფიფამ იმ სპეციალისტთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. სია, რომელიც საფეხბურთო ექსპერტთა საბჭომ შეადგინა, ასე გამოიყურება.

იურგენ კლოპი (ლივერპული)

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი)

პეპ გუარდიოლა (სიტი)

ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია)

ტიტე (ბრაზილია)

რიკარდო გარეკა (პერუ)

ერიკ ტენ ჰაგი (აიაქსი)

მარსელო გალიარდო (რივერ პლეიტი)

ჯამელ ბელმადი (ალჟირი)

დიდიე დეშამი (საფრანგეთი)

საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა 23 სექტემბერს, ფიფას დაჯილდოვების ცერემონიალზე გახდება ცნობილი. შარშან აღნიშნული პრიზი დიდიე დეშამმა დაისაკუთრა, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები