პატრის ევრა დიბალას დაყოლიებას ცდილობს
Aa
Aa

პატრის ევრა დიბალას დაყოლიებას ცდილობს

 „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი, პატრის ევრა „წითელ ეშმაკებს“ ეხმარება და ცდილობს „იუვეს“ არგენტინელმა შემტევმა, პაულო დიბალამ კარიერა „ოლდ ტრაფორდზე“ გააგრძელოს.

იტალიური პრესის ინფორმაციით ევრამ დიბალას დაურეკა და „მანჩესტერში“ გადასვლის შესახებ გაესაუბრა. ფრანგმა, რომელიც სამხრეთ ამერიკელის თანაგუნდელი გახლდათ დიბალას დაყოლიება სცადა.

შეგახსენებთ, რომ Sky Sport Italia-მ რამდენიმე საათის წინ გვაუწყა, რომ „ბიანკონერისა“ და „წითელ ეშმაკებს“ შორის დიბალასა და ლუკაკუს გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. ტურინელები მხოლოდ 25 წლის ფეხბურთელის თანხმობას ელიან.

Daily Mail-ის ცნობით არგენტინელი მოთამაშის წარმომადგენლები „მანჩესტერის“ ხელმძღვანელებს შეხვდნენ და ანაზღაურების სახით კვირაში 350 000 ფუნტი მოითხოვეს. „იუნაიტედს“ იმედი ჰქონდა, რომ დიბალას გაცილებით ნაკლების სანაცვლოდ დაიყოლიებდა. ასე რომ ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები