Aa
Aa

"დინამოსა" და "გაბალას" მატჩის გამო თბილისის მეტრო ღამის 12 საათამდე იმუშავებს

თბილისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "დინამოს" თხოვნა გაითვალისწინა და 1-ელ აგვისტოს თბილისის მეტრო ღამის 12 საათამდე იმუშავებს, რათა მატჩზე დამსწრე გულშემატკივარს ტრანსპორტირების პრობლემა არ შეექმნას.

"1 აგვისტოს მატჩის დღეს, თბილისის მეტროპოლიტენი ღამის 12.00 საათამდე იმუშავებს. ქალაქის მერიამ გაითვალისწინა რა ჩვენი კლუბის თხოვნა და გულშემატკივართა დიდი ინტერესი, ერთი საათით გადაწია მეტროპოლიტენის სამუშაო გრაფიკი, რათა გულშემატკივარს გაბალასთან მატჩის დასრულების შემდეგ უპრობლემოდ შეეძლოს ტრანსპორტით სარგებლობა. ჩვენი მხრიდან მადლობას ვუხდით ქალაქის მერს და მერიის სამხახურს." - ვკითხულობთ "დინამოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "დინამომ" აზერბაიჯანში 2:0 იმარჯვა, ხვალ კი "გაბალას" საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები