Aa
Aa

Sky Sport Italia - "იუვე" და "მანჩესტერი" დიბალასა და ლუკაკუს გაცვლაზე შეთანხმდნენ

Sky Sport Italia-ს მიხედვით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ტურინის „იუვენტუსი“ რომელუ ლუკაკუსა და პაულო დიბალას გაცვლაზე შეთანხმდნენ. არგენტინელი ფეხბურთელის აგენტი ლონდონში იმყოფება და „წითელი ეშმაკების“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

ლუკაკუსა და დიბალას გაცვლა ოფიციალურ სახეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ „მანჩესტერი“ სამხრეთ ამერიკელის დაყოლიებას მოახერხებს. 25 წლის შემტევს ტურინის დატოვება არ სურს და შვებულებიდან დაბრუნებისთანავე „ბებერი ქალბატონის“ თავკაცს, მაურიციო სარის შეხვდება. სავარაუდოდ დიბალა საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებს.

თუ დიბალამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის დეტალები ვერ შეათანხმა, „წითელ ეშმაკებს“ ლუკაკუს შემცვლელის ძიება სხვაგან მოუწევთ. „ნისლიან ალბიონზე“ იტყობინებიან, რომ შესაძლოა ოლე გუნარ სულშერის რჩეული „ლიონის“ ახალგაზრდა თავდამსხმელი, მუსა დემბელე გახდეს,

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები