Aa
Aa

"მანჩესტერი" უმტიტის ტრანსფერით დაინტერესდა

ფრანგული გამოცემა le10sport იტყობინება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სამუელ უმტიტის გადაბირებითაა დაინტერესებული. „წითელ ეშმაკებს“ დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ და გუნდის თავკაცი, ოლე გუნარ სულშერი კვალიფიციური უკანახაზელის ძიებაშია.

ნორვეგიელი სპეციალისტის ფავორიტი „ლესტერის“ ინგლისელი ფეხბურთელი, ჰარი მაგუაიერი გახლავთ. თუმცა „მელიები“ 26 წლის უკანახაზელის სანაცვლოდ 90 მილიონ ფუნტს ითხოვენ, რაც მცველისთვის სარეკორდო თანხაა.

Le10sport-ის მიხედვით „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებმა სამუელ უმტიტიზე გადაიტანეს ყურადღება და „ბარსელონას“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დაიწყეს. „მანჩესტერს“ 25 წლის უკანახაზელის ტრანსფერს აქამდეც უკავშირდებდნენ, თუმცა ფრანგული გამოცემის ცნობით ამჯერად საქმე საკმაოდ სერიოზულადაა და „იუნაიტედი“ მზადაა უმტიტის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გასათვალისწინებელია, რომ „მანჩესტერის“ ერთ-ერთმა მცველმა, ერიკ ბაილიმ ტრავმა მიიღო. კოტ-დივუარელი გუნდს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება და სულშერს დაცვის ხაზში ახალი სისხლი ნამდვილად სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები