Aa
Aa

"მიხაელი არ ნებდება და ბრძოლას განაგრძობს" - ჟან ტოდი მიხაელ შუმახერის შესახებ

„ფერარის“ ყოფილმა მმართველმა, ჟან ტოდმა მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ლეგენდარულ გერმანელ პილოტს მისსავე სახლში მკურნალობენ და ტოდის თქმით ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.

„ასეთ განცხადებებთან მიმართებით ყოველთვის ვფრთხილობ, მაგრამ სიმართლეა, რომ ფორმულა ერთის ერთ-ერთ რბოლას მიხაელ შუმახერთან ერთად, მისსავე სახლში ვუყურე. გერმანელ პილოტზე ნამდვილი პროფესიონალები ზრუნავენ და მას კარგად უვლიან.

მიხაელი არ ნებდება და ბრძოლას განაგრძობს. მისი ოჯახიც იბრძვის! ცხადია, რომ ჩვენი მეგობრობა ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც ოდესღაც იყო. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთთან კომუნიკაციას ისე ვერ ვამყარებთ, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით.

მიხაელი ბრძოლას განაგრძობს და მისი ოჯახიც იბრძვის!

ტოდი საერთაშორის საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტია და შვეიცარიაში შუმახერს რეგულარულად სტუმრობს. მიხაელთან მას მუდამ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა და „ფერარიში“ ყოფნისას განუყრელი მეგობრები იყვნენ.

აქვე დავძენთ, რომ 2019 წელს ლეგენდარული გერმანელი პილოტის ცხოვრებასთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი გამოვა, რომელსაც ფორმულა ერთის მოყვარულები მოუთმენლად ელიან.

ცხელი ამბები