დიბალას აგენტი ლონდონშია და მოლაპარაკებას მართავს
Aa
Aa

დიბალას აგენტი ლონდონშია და მოლაპარაკებას მართავს

SkySports-ის ცნობით პაულო დიბალას აგენტი ლონდონში იმყოფება. არგენტინელი ფეხბურთელის აგენტი მოლაპარაკებას ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' აწარმოებს. მოლაპარაკება დიბალას ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გადასვლასა და რომელუ ლუკაკუს ტურინულ გრანდში გადაბარგებას გულისხმობს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია შედგება თუ არა შეთანხმება.

Sun-ის ცნობით ტურინული მხარე მზადაა ლუკაკუს სანაცვლოდ დიბალა და მანჯუკიჩი დათმოს, პლუს ბრიტანული კლუბი 80 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღეს.

ამჟამად პაულო დიბალა ახალი სეზონისთვის ''იუვენტუსთან'' ერთად ემზადება და ახალი მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

25 წლის დიბალა ევროპულ ფეხბურთში 2012 წელს გამოჩნდა, როცა არგენტინული ''ინსტიტუტოდან'' იტალიურ ''პალერმოში'' გადაბარგდა და სერია ა-ში იასპარეზა. 

2015 წელს დიბალა ''პალერმოდან'' ტურინის ''იუვენტუსში'' 32 მილიონ ევროდ გადავიდა, პლუს საბონუსე სისტემით განსაზღვრულმა თანხამ 8 მილიონი ევრო შეადგინა.

დიბალა სერია ა-ს გამარჯვებული ''იუვესთან'' ერთად ოთხჯერ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები