ხვიჩა კვარაცხელია უეფას 50 ტალანტს შორის მოხვდა!
Aa
Aa

ხვიჩა კვარაცხელია უეფას 50 ტალანტს შორის მოხვდა!

უეფამ თავის ოფიციალურ გვერდზე ევროპული ფეხბურთის 50 ტალანტის სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

აღნიშნული სია უეფამ ქომაგებისთვის გამოაქვეყნა, რომლებიც ხსენებულ 50 ტალანტს 2019-2020 წლების სეზონისთვის უნდა დააკვირდნენ.

„ხვიჩა კვარაცხელია გახდა 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში გოლის გატანა შეძლო. იმ მომენტისთვის ის იჯარის წესით მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშობდა“. - წერს უეფას ვებ გევრდი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ტოპ 50-ში კიევის „დინამოს“ წარმოშობით ქართველი და ამჟამად უკრაინის მოქალაქე გიორგი წიტაიშვილიც მოხვდა.

ფოტო - GFF

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები