Aa
Aa

დარმიანი "ბარსელონაში"?

კატალონიის „ბარსელონა“ მატეო დარმიანის გადაბირებითაა დაინტერესებული. „ბლაუგრანას“ დამრიგებელს, ერნესტო ვალვერდეს მარცხენა ფლანგის გაძლიერება სურს. „ბარსა“ რამდენიმე კანდიდატი ჰყავს შერჩეული, რომელთა შორის ჟუნიორ ფირპო, დავიდ ალაბადა ფილიპ მაქსი არიან.

პრობლემა ისაა, რომ „კამპ ნოუს“ ბინადრებს ხსენებული ტრანსფერების გასაჩარხად სერიოზული ფინანსური რესურსის დახარჯვა მოუწევთ. დარმიანთან მიმართებით კი ყველაფერი სხვანაირადაა. იტალიელ ფეხბურთელს „მანჩესტერიდან“ წასვლა სურს და მის გასხვისებაზე კლუბიც თანახმაა. პლუს ამას „წითელი ეშმაკები“ არც თუ ისე ბევრს ითხოვენ.

ერნესტო ვალვერდეს ფავორიტი ჟუნიორ ფირპოა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე „ბლაუგრანა“ ყველა ვარიანტს განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ესპანელ სპეციალისტს მარცხენა მცველის გადაბირება მანამ სურს, სანამ „ბარსელონა“ ა.შ.შ-ში, წინასასეზონო ტურნეში გაემგზავრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები