Aa
Aa

Skysports: "არსენალმა" და "ლილმა" პეპეს ტრანსფერი შეათანხმეს

ბრიტანული Skysports-ის ცნობით, ლონდონის „არსენალმა“ ნიკოლას პეპეს ტრანსფერის თაობაზე „ლილთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია.

წყაროს თანახმად, პეპე ინგლისში კვირის ბოლომდე ჩავა და „არსენალში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო „მეთოფეები“ ტრანსფერის სანაცვლოდ 72 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

პეპეს გადაბირება იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ლონდონელები ვილფრიდ ზაჰას შესაძენად აღარ იბრძოლებენ, რომელსაც „კრისტალ პალასი“ 100 მილიონ ევროდ აფასებს. „მეთოფეებს“ ამ ზაფხულისთვის ისედაც ლიმიტირებული ბიუჯეტი აქვთ, მათ „სენტ ეტიენს“ ვილიამ სალიბას ტრანსფერში 27 მილიონი ფუნტი ჩაურიცხეს, პეპეს გარიგების გაოფიციალურების შემთხვევაში კი საერთო ხარჯი 100 მილიონ ფუნტამდე მიაღწევს.

ნიკოლას პეპე არაერთი ევროპული გრანდის სამიზნე იყო. მან გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და ლიგა 1-ში გატანილ 22 გოლს 11 საგოლე პასიც დაუმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები