ევრამ კარიერა დაასრულა
Aa
Aa

ევრამ კარიერა დაასრულა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა უკანახაზელმა, პატრის ევრამ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. ფრანგმა 20 წლიან კარიერას დაუსვა წერტილი და სურს სამწვრთნელო საქმიანობაში სცადოს ბედი.

საფეხბურთო სამყარომ ევრა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყოფნისას გაიცნო. „ოლდ ტრაფორდზე“ იგი 2006 წელს, „მონაკოდან“ გადავიდა და „წითელი ეშმაკების“ მაისურით 273 შეხვედრა ჩაატარა.

"მანჩესტერთან" ერთად იგი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა და პრემიერ ლიგა 5-ჯერ დაისაკუთრა.

ევრამ „ოლდ ტრაფორდი“ 2014 წელს დატოვა და „იუვენტუსს“ მიაშურა, სადაც სერია A სამჯერ მოიგო და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

ევრას საკმაოდ წარმატებული სანაკრებო კარიერა ჰქონდა. „მამლების“ მაისური მან 38-ჯერ მოირგო, თუმცა თავი არცერთხელ გამოუჩენია.

იტალიური პრესის ცნობით საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ევრა სამწვრთნელო ლიცენზიის მოპოვებაზე იქნება ორიენტირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები