ნიკო კოვაჩი დარწმუნებულია, რომ
Aa
Aa

ნიკო კოვაჩი დარწმუნებულია, რომ "ბაიერნი" სანეს გაიფორმებს

მიუნხენის „ბაიერნი“ კვალიფიციური გარემარბის ძიებაშია. „რეკორდმაისტერი“ ლეროი სანეს გადაბირებითაა დაინტერესებული და ახალგაზრდა გერმანელის ტრანსფერის გასაჩარხად ყველაფერს აკეთებს.

სანეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი დარწმუნებულია, რომ 23 წლის შემტევი მომდევნო სეზონში „ალიანს არენაზე“ იასპარეზებს.

ერთ-ერთი გერმანული გამოცემა „სიტის“ ახალგაზრდა ვარსკლავის თაობაზე კოვაჩს გაესაუბრა და ჰკითხა, მისი აზრით რამდენად რეალური გახლავთ სანეს „ბაიერნში“ ტრანსფერი, რაზეც ხორვატმა სპეციალისტმა განაცხადა: „ჩვენ მისი შეძენა გვსურს და კლუბი ტრანსფერზე მუშაობს. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ სანეს გადაბირებას მოვახერხებთ“.

კოვაჩი 23 წლის გერმანელის დიდი ქომაგია. ხორვატმა სანეს ტრანსფერთან დაკავშირებით საკუთარი აზრი რამდენჯერმე გამოთქვა და ერთ-ერთ მომენტში ლეროის „ბაიერნისთვის“ საოცნებო ფეხბურთელი უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები