Aa
Aa

"სიტის" გეგმა - სანეს ნაცვლად ოიარსაბალი!

„მანჩესტერ სიტი“ ლეროი სანეს შემცვლელად მიკელ ოიარსაბალს მოიაზრებს. მადრიდული AS-ის ცნობით, თუკი სანე გუნდს დატოვებს, „ქალაქელები“ „სოსედადს“ ოიარსაბალის გამოსასყიდ თანხას გადაუხდიან და ფეხბურთელს ნისლიან ალბიონზე გადაიყვანენ.

22 წლის ოიარსაბალი ბოლო სეზონებში სან სებასტიანელთა ლიდერია და ლა ლიგის გასული გათამაშება შესანიშნავად ჩაატარა, მისით რამდენიმე კლუბი ინტერესდება, თუმცა „სოსიედადისთვის“ კონკრეტული წინადადებით ჯერ არავის მიუმართავს.

„სიტისგან“ განსხვავებით, დანარჩენ გუნდებს, როგორც ჩანს, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა - 75 მილიონი ევრო აშინებთ.

მიკელ ოიარსაბალს „სოსიედადთან“ შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში უსრულდება. მან ლა ლიგის ბოლო ორ სეზონში 25 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები